სომხეთის ცნობით, თურქეთმა ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებისთვის საჰაერო სივრცე დახურა

სომხეთმა საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპულ ორგანიზაციას (ევროკონტროლს) აცნობა, რომ თურქეთი ხურავს საჰაერო სივრცეს რესპუბლიკაში ჰუმანიტარული ტვირთის გადასაზიდად. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო კომიტეტის მიერ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

“დაგეგმილი იყო 15 ოქტომბერს Qatar Airways-ის ფრენა ლოს-ანჯელესი – ერევანი, რომელსაც ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა მიეწოდებინა და ანკარა განზრახ ხურავს თავის საჰაერო სივრცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ევროკონტროლს ვაცნობეთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად