სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ თურქულმა გამანადგურებელმა სომხეთის საჰაერო ძალების ხომალდი ჩამოაგდო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქულმა გამანადგურებელმა F-16 ჩამოაგდო სომხეთის საჰაერო ძალების “სუ-25”. ამის შესახებ RBC წერს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხური “სუ-25”-ის პილოტი დაიღუპა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის შუშანა სტეპანიანის თქმით, თურქული გამანადგურებელი აზერბაიჯანის ქალაქ განჯის აეროდრომიდან აფრინდა. იგი აზღვევდა აზერბაიჯანის საავიაციო და თვითმფრინავების მოქმედებებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქული მოიერიშე თვითმფრინავი სომხეთის საჰაერო სივრცეში 60 კმ სიღრმეზე შევიდა.

“თურქეთის რესპუბლიკის მრავალფუნქციური გამანადგურებელი F-16, ობიექტური კონტროლის საშუალებით, 60 კმ სიღრმეზე მდებარეობდა სომხეთის ტერიტორიის შიგნით, 8200 მეტრის სიმაღლეზე”, – თქვა სტეპანიანმა.

სომხეთის ხელისუფლებამ აქამდე უკვე განაცხადა თურქული F-16 გამანადგურებლების მონაწილეობის შესახებ ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტში. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა 28 სექტემბერს განაცხადა, რომ თურქეთი აზერბაიჯანს მხარს უჭერს მრჩეველებით, დაქირავებული სამხედროებით და F-16 გამანადგურებლებით.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში ივლისში გამწვავდა. ქვეყნებმა ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. სახელმწიფოებს შორის დაპირისპირება ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი სიტუაცია დასტაბილურდა.

27 სექტემბერს დილით, საომარი მოქმედებები განახლდა. სომხეთიც და აზერბაიჯანიც ამაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. ბაქომ განაცხადა სომხეთის მხრიდან ორი ქვეყნის საზღვრის გასწვრივ დასახლებული პუნქტების ფართომასშტაბიანი დაბომბვის შესახებ, ერევანმა თქვა, რომ აზერბაიჯანმა პირველმა დაბომბა მთიანი ყარაბაღის ტერიტორია. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. მეთაურმა გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და 18 წელზე მეტი ასაკის პირთა საერთო მობილიზაცია. საომარი მდგომარეობა აგრეთვე გამოცხადებულია სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანში ილჰამ ალიევმა სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად