სომხეთის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა

სომხეთის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამის შესახებ სააგენტო Aysor-ს მისმა ადვოკატმა აიკ ალუმიანმა განუცხადა. მან უპასუხოდ დატოვა შეკითხვა, როდის აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილება.

ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა პროკურატურისა და დაცვის მხარის მიერ სასამართლო ბრძანების მიღებიდან რამდენიმე დღეში დააკავონ. ქოჩარიანის სასამართლო სხდომა არ ყოფილა. მისმა ადვოკატმა რუბენ სააკიანმა სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტი პასუხისმგებლობას არ გაექცევა.

რობერტ ქოჩარიანი სომხეთის პრეზიდენტის თანამდებობას 1998 წლიდან 2008 წლამდე იკავებდა. ის ივლისის ბოლოს დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს.

26 ივლისს ცნობილი გახდა, რომ 2008 წლის 1-2 მარტის მოვლენების ფარგლებში მას ბრალი კონსტიტუციური წესრიგის დამრღვევის საქმეზე წაუყენეს (სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 300-ე მუხლის პირველი ნაწილი).
2008 წლის თებერვალსა და მარტში სომხეთში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები 19 თებერვალს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 1 მარტს, მომიტინგეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი შეტაკებისას მინიმუმ რვა დემონსტრანტი და ერთი ჯარისკაცი დაიღუპა. საპროტესტო აქციები მას შემდეგ დასრულდა, რაც ქოჩარიანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ის ძალაში 2 მარტს შევიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად