სომხეთის სამწუხარო ანტირეკორდები – 6 გარდაცვლილი და 452 დაინფიცირებული 24 საათში

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა

გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კორონავირუსი 452 კაცს დაუდგინდა, 93-ით მეტს, ვიდრე გუშინ.

დღიურად დაინფიცირებულთა ასეთი დიდი რაოდენობა სომხეთში პირველად დაფიქსირდა

სულ, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, სომხეთში 7113 კაცს დაუდგინდა ინფიცირება.

კორონავირუსის გავრცელების სიხშირიანობა სომხეთში შეადგენს 2 403 კაცს ყოველ მილიონ მცხოვრებზე.

განვლილ 24 საათში სომხეთში კორონავირუსით 6 კაცი გარდაიცვალა.

დღიურად გარდაცვლილთა ასეთი დიდი რაოდენობა სომხეთში პირველად დაფიქსირდა

სულ, დღემდე, კორონავირუსით გარდაცვლილია 87 კაცი.

სომხეთი ცალკე აღრიცხავს და კორონავირუსით გარდაცვლილებად არ თვლის იმ 39 პაციენტს, რომელთაც კორონავირუსი ჰქონდათ დადგენილი, მაგრამ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალნენ. რიგ ქვეყნებში, მაგალითად, აშშ-ში კი ითვალისწინებენ ეპიდემიოლოგთა რჩევებს და გარდაცვლილებში აღრიცხავენ არა მხოლოდ მათ, ვისაც კორონავირუსი დადგენილი ჰქონდა, არამედ მათაც, რომლების ტესტის ჩატარებამდე, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიპმპტომებით გარდაიცვალნენ.

კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,22%-ია, კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობა კი 29,4-ს.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 81კაცი განიკურნა კორონავირუსისგან. სულ განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 3 145 კაცს, რაც ინფიცირებულების საერთო რაოდენობის 44,21-ია.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსისგან განსაკურნ პირთა რაოდენობა არის 3 842

დღემდე, სომხეთში, 51 594 კაცს ჩაუტარდა ტესტირება, 17433-ს ყოველი მილიონიდან.

შეგახსენებთ:

9 მაისს სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა განაცხადა, რომ სომხეთი შემთხვევათა ოდენობის გაორმაგების 15 დღიან ეტაპზე იმყოფებოდა და ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო 24 მაისს ინფიცირების 6350, ხოლო 8 ივნისს კი 12700 შემთხვევის დაფიქსირება.

“შეიძლება ჩვენ გადავიდეთ გაღრმავებულ სორტირებაზე, მაგალითად, როგორც სამხედრო მდგომარეობის დროს, როდესაც სამკურნალოდ მიიღებიან ის პაციენტები, რომელთაც აქვთ შანსი, რომ გადარჩნენ და პირიქით. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს დღებში ჩვენ ამაზე გადავიდეთ, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს ეს რომ არ მოხდეს”, – დაწერა მან ფეისბუქზე 22 მაისს

“ჩვენ ძალიან ცუდი სიტუაცია გვაქვს. გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია”, – განაცხადა 21 მაისს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად