სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ II-მ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანს გადადგომისკენ მოუწოდა

დღეს ოპოზიციის მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანისადმი წაყენებული ულტიმატუმის ვადა ამოიწურა.

ოპოზიციის მიერ მიერ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანისადმი გადადგომის მოთხოვნით წაყენებული ულტიმატუმის ვადა დღეს 12 საათზე ამოიწურა.

პრემიერ-მინისტრის მიერ ულტიმატუმის იგნორირების გამო სომხეთის სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციეიის მონაწილეებმა ერევანში ნაგვის ურნები ქუჩები გადაკეტეს, პარალიზებული იყო მეტროპოლიტენი. ხელისუფლებამ აქციის 34 დააკავა.

დღის მეორე ნახევარში მომიტინგეთა ნაწილმა მთავრობის სასახლესთან გადაინაცვლა. „ნიკოლ – მოღალატე”, „სომხეთი ნიკოლის გარეშე”, – სკანდირებდნენ მთავრობის სასახლესთან შეკრებილი მომიტინგეები.

მოგვიანებით აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სამომავლო მოქმედების გეგმას შეიმუშავებდნენ და ხალხს დაშლისკენ მოუწოდეს.

ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე სომხეთის სამოციქული ეკლესიის წინამძღვარმა გარეგინ II-მ განაცხადა, რომ იგი შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს და ქვეყანაში არსებული მზარდი დაძაბულობის და პრემიერ-მინისტრისადმი საზოგადოების უნდობლობის გამო დაბეჯითებით მოუწოდა გადადგომისკენ ნიკოლ პაშინიანს.

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნის შესახებ გაცხადებული აქვთ აგრეთვე სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს – ლევონ ტერ-პეტროსიანს, რობერტ კოჩარიანს და სერჟ სარქისიანს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად