სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რობერტ ქოჩარიანის საქმეზე საქმის წარმოება შეაჩერა

სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საქმეზე საქმის წარმოება შეაჩერა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დამხობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაცია სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსდა.

კოჩარიანის წინააღმდეგ საქმე მანამდე შეჩერდა, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ვენეციის კომისიისგან აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებაში აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება იურისდიქციისა და ქოჩარიანის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე მიიღეს.

მანამდე, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა, კონსტიტუცირი წესრიგის დამხობის საქმეზე რობერტ ქოჩარიანის საქმე გადაეხედა.

რობერტ ქოჩარიანი, რომელიც 1998-2008 წლებში სომხეთის პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, 2008 წლის 28 ივლისს კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შემდეგ, ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან ორჯერ გაათავისუფლეს და კვლავ დააპატიმრეს.

ბოლოს ეს 2019 წლის 25 ივნისს მოხდა, როდესაც სომხეთის სააპელაციო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ერევნის გენერალური იურისდიქციის გადაწყვეტილება გააუქმა.

თავად, რობერტ ქოჩარიანი მიიჩნევს, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ “რეპრესიები” მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...