სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ სამინისტროს პრესმდივანმა ანა ნაგლადიანმა განაცხადა.
“გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გადადგომა. გმადლობთ ნდობისა და გუნდური მუშაობისთვის”, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადების გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე, პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც პარლამენტში ისაუბრა, განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა მისი გათავისუფლება.