სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ქონება დააყადაღეს

სომხეთში, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მისი ქონება დააყადაღეს.

როგორც გავრცელდა ინფორმაცია, სომხეთის სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა (CCC) სარგსიანი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში დაადანაშაულა.

ექსპრეზიდენტს ბრალად თანხის მითვისება ან გაფლანგვა ედება, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ოთხიდან რვა წლამდე, ასევე ვადით ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე).

სარგსიანის მიმართ,  პრევენციული ზომა შეარჩიეს.

უწყების ცნობით, 2013 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, სარგსიანმა, რომელიც სომხეთის პრეზიდენტი იყო, 1 მილიონ დოლარზე მეტი მიითვისა.

საქმის მასალების თანახმად, ფერმერების დასახმარებლად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის 17 ათას ლიტრზე მეტი დიზელის საწვავი უნდა მიეწოდებინათ. ამისათვის, სარგსიანმა მიმწოდებელი კომპანია Flash-ი შეარჩია, რომელმაც დიზელის საწვავზე უფრო მაღალი ფასი შესთავაზა, ვიდრე სხვა მომწოდებელმა კომპანია Maksur- მა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად