სომხეთის პრეზიდენტმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისა და ფაშინიანის კაბინეტის გადადგომისკენ მოუწოდა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ და ნიკოლ ფაშინიანის კაბინეტის გადადგომისკენ მოუწოდა, იტყობინება მისი ადმინისტრაციის პრესსამსახური.

“ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა ათობით პოლიტიკური კონსულტაცია საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალებთან, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და პიროვნებებთან. შეხვედრის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ერთ საკითხს,  პრემიერ-მინისტრის აუცილებელი გადადგომა კონსტიტუციის შესაბამისად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – თქვა სარქისიანმა ხალხში გაგზავნილ შეტყობინებაში.

მისივე თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარდაუვალია. სარქისიანის თქმით, მთავრობის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს შორის პერიოდში ქვეყანას უნდა მართავდეს ეროვნული შეთანხმების მთავრობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად