A1 ბანერი

სომხეთის პრეზიდენტი: ძალისხმევას არ ვიშურებთ მივიღოთ დოკუმენტები, რაც საქართველოს ინტერესებს არ აზიანებს

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და სერჟ სარგსიანმა ქართული და უცხოური მედიისთვის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეში განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისათვის და აღნიშნა, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობისა მიუხედავად, ყოველთვის გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებისკენ.

"ამ კონტექსტში დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ იმას, რომ ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტისას უნდა ვიყოთ გაწონასწორებული. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ კონფლიქტის მოგვარება შესაძლოა მხოლოდ მშვიდობიანი გზით და მხოლოდ შეთანხმებული ფორმატების ფარგლებში.

ჩვენთვის კანონია და მე გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ყველა მოლაპარაკებების დროს, ყოველთვის, ძალისხმევას არ ვიშურებთ მივიღოთ ისეთი დოკუმენტები, ისეთი განცხადებები, რომლებიც საქართველოს ინტერესებს არანაირად არ აზიანებს.

მე ვფიქრობ, როგორც ქართული, ასევე სომხური მხრიდან, ასეთი პოზიციის შენარჩუნება მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ხალხებს.

ერთხელ კიდევ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტს, აქ მყოფ ვიცეპრემიერებს, მინისტრებს შედეგიანი მოლაპარაკებებისთვის და ერთხელ კიდევ ვაცხადებ, რომ ჩვენ ღრმად დაინტერესებულნი ვართ ძმურ საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების განვითარების მიმართულებით და ყოველთვის ვიქნებით ამ შეხედულების მომხრენი", – განაცხადა სერჟ სარგსიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...