სომხეთის პოლიციამ ყოფილი პრემიერის ძმა დააკავა

სომხეთის ყოფილი პრემიერმინისტრის სერჟ სარქსიანის ძმა ალექსანდრე იარაღის უკანონო შენახვაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცავებმა ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აშოტ აგარონიანმა RBC- ს განუცხადა.

"ალექსანდრ სარქსიანი საიათ ნოვას ქუჩიდან იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს ", – განაცხადა აგარონიანმა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა სახის იარაღზე საუბრობდა.
ალექსანდრ სარქისიანი სომხეთის რესპუბლიკური პარტიის წევრია, ის ასევე ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე პერიოდის განმავლობაში.
ორშაბათს, 25 ივნისს სომხეთში ასევე სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი პირველი მოადგილე ვაჩაგან კაზარიანი დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...