სომხეთის პარლამენტმა პრემიერის პოსტზე ფაშინიანის კანდიდატურა უარყო

სომხეთის პარლამენტმა უარყო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა მთავრობის ახალი ხელმძღვანელის პოსტზე, როგორც პირველი ნაბიჯი იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც ვადამდელ არჩევნებს უნდა დაედოს საფუძვლად.

ფაშინიანი 25 აპრილს გადადგა, რითაც გზა გაუხსნა არჩევნებს, საიმისოდ, რომ განიმუხტოს შარშან აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გარშემო მომხდარ ბრძოლაში განცდილი მარცხით გამოწვეული პოლიტიკური კრიზისი.

თუ ფაშინიანი პარლამენტარების მხარდაჭერას მეორე კენჭისყრაზეც, 10 მაისსაც ვერ მოიპოვებს – როგორც მოსალოდნელია – პარლამენტს დაითხოვენ და პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ვადამდელ არჩევნებს ივნისში დანიშნავს.

ფაშინიანი მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში დათანხმდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აზერბაიჯანთან და დათმობას მთიანი ყარაბაღის და მის გარშემო ტერიტორიებისა, რომლებსაც თითქმის 30 წლის განმავლობაში სომხები აკონტროლებდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...