სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსის სიმპტომის მქონე 4 წლის ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა

ინფორმაციას კორონავირუსის სიმპტომის მქონე 4 წლის ბავშვში კავასაკის სინდრომის გამოვლენის შესახებ სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე აქვეყნებს

სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი წერს, რომ კორონავირუსის სიმპტომებიან 4 წლის ბავშვს კავასაკის სინდრომი დაუდგინდა.
 
მინისტრის თქმით, ბავშვის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამინისტრო მზად იყო ასეთი შემთხვევისთვის და წინასწარ შეიძინა სამკურნალო პრეპარატები.
 
ტოროსიანი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ ხანს სხვადასხვა ქვეყნებში შეინიშნება კავასაკის სინდრომის გამოვლენის მატება. მეცნიერები ამას კორონავირუსის პანდემიას უკავშირებენ. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზი ბოლომდე გარკვეული არაა. თუმცა ძირითადად უკავშირებენ ვირუსულ დაავადებებზე აუტოიმუნური სისტემის რეაქციას.
 
“საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენ ვემზადებოდით და შევიძინეთ ძვირადღირებული იმუნოგლობულინური პრეპარატები. იმედია, ბავშვი სწარაფად გამოკეთდება. ამჟამად ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ როგორც საშუალო სიმძიმის”, – წერს ტოროსიანი
 
ცნობისთვის: კავასაკის სინდრომი ეს არტერიის საშუალო და წვრილი სისხლძარღვების ანთებაა. ავადმყოფობა ვლინდება ციებით, ლორწოვანი გარსების და კანის ცვლილებით. ჩვეულებრივ ახალშობილებში და 1-8 წლის ასაკის ბავშვებში. ბავშვებში კავასაკის სინდრომის აფეთქება საფრანგეთში, შემდეგ კი აშშ–სა და რიგ სხვა ქვეყნებშია დაფიქსირებული
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად