სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი: “ჩვენ ხომ არ ვიხდით ტანსაცმელს და არ დავდივართ ქუჩაში შიშვლები”

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ნაციონალური ცენტრის საიტზე, განვლილი 24 საათის კორონავირუსის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

სომხეთში, განვლილ 24 საათში, 349 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 19-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, სომხეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე 29 285 კაცი დაინფიცირდა.

ყოველ მილიონ კაცზე კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 9895-ის ტოლია. ამ მაჩვენებლით სომხეთი, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, ევროპაში პირველია, ხოლო მსოფლიოში მე-5.

კოვიდინფიცირებით განვლილ 24 საათში 12 კაცი გარდაიცვალა, 5-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში და სულ, გარდაცვლილთა რაოდენობა 503-მდე გაიზარდა.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი სომხეთში 1,72%-ია, ხოლო ყოველ მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 170.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 164 (მათ შორის, 5 გუშინ გარდაიცვალა) პაციენტი სხვა ძირითადი ავადმყოფობითაა გარდაცვლილი და ცალკე, არაკორონავირუსით გარდაცვლილებში აღირიცხება.

კოვიდინფიცირებულთაგან სრულად განკურნებულია 16 907 კაცი – 57,73%, ხოლო 11711 განაგრძობს მკურნალობას.

სომხეთში სულ 125 088 ტესტირება ჩატარდა – 42 267 ყოველ მილიონ მოსახლეზე

გუშინ, კომენდატურის სხდომის დასრულების შემდეგ,სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სომხეთში კვლავ რთულია და როგორც ჩანს, საგანგებო მდგომარეობას კიდევ ერთხელ მაინც გააგრძელებენ.

სომხეთის ჯანმრთელობის მინისტრმა კომენდატურის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჩატარებული ტესტების 30%-ის პასუხი დადებითია.

“გუშინდელი დღის ბოლოსთვის არსებული მიონაცემებით საწოლების საერთო რაოდენობა 2600-მდე გაიზარდა. აქედან 2300 ჩვეულებრივი საწოლია და მათი უმეტესობა აღჭურვილია ჟანგბადის მიწოდებით სისტემით, 300-მდე საწოლი კი რეანიმაციულია. დატვირთვა ძალიან დიდია, განსაკუთრებით რეანიმაციულ განყოფილებებში.

სულ დახლოებით 650 “მძიმე” პაციენტია, მათგან 47 მიერთებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. შედარებით კარგია სახლში მყოფი პაციენტების მდგომარეობა. 3 საათისთვის არსებული მდგომარეობით არ გვყავს პაციენტი, რომელიც საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას და შესაძლებლობის არქონის გამო ეს ვერ ხეხდება. გვყავს 20 პაციენტი, რომლებიც საჭიროებენ საავადმყოფოებიდან კორონავირუსის სამკურნალო სპეციალიზირებულ სამედიცინო ცეენტრებში გადაყვანას”, – აღნიშნა არსენ ტოროსიანმა.

მინისტრის თქმით, შედარებით სტაბილური რიცხვები- ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგია.

“ჩვეულებრივ ეპიდემია ფეთქებადი ტემპებით ვრცელდება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ასეთი სიტუაცია. მაშასადამე, ნიღბის ტარებამ დაამტკიცა მათი ეფექტურობა. წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენჯერმე მეტი შემთხვევები იქნებოდა. ესე იგი ნიღბის ტარება მუშაობს.

როგორც უფეხსაცმელოდ არ გამოვდივართ სახლიდან, ასევე არ უნდა გამოვიდეთ ნიღბის გარეშე, არ უნდა ჩამოვიწიოთ ნიღაბი ცხვირიდან. ჩვენ ხომ არ ვიხდით ტანსაცმელს და არ დავდივართ ქუჩაში შიშვლები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად