სომხეთი ირწმუნება, რომ აზერბაიჯანული ძალები სიუნიკისა და გეგარკუნიკის რეგიონებში ისევ იმყოფებიან

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე სიუნიკისა და გეგარკუნიკის რეგიონებში სიტუაცია კვლავ მოუგვარებელი რჩება და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განაგრძობენ იქ ყოფნას, – განაცხადა სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ.

სამინისტრო ხაზს უსვამს იმას, რომ ”სომხეთის სუვერენული ტერიტორიების ხელყოფა აბსოლუტურად მიუღებელია” და ამტკიცებს, რომ ”აზერბაიჯანული მხარე ვალდებულია დაუბრუნდეს თავის თავდაპირველ პოზიციებს წინაპირობების გარეშე”.
დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, მოსალოდნელია, რომ შაბათს გაგრძელდება მოლაპარაკებები სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებაზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...