სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრია

2 იანვრიდან სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა. რუსეთს, ბელარუსს და ყაზახეთს კიდევ ერთი ქვეყანა დაემატა.

ხელშეკრულებას კავშირსა და სომხეთს შორის გასული წლის ოქტომბერში მოაწერეს ხელი და ძალაში დღეს შევიდა. მართალია ქვეყანა იურიდიულად კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, მაგრამ წლის ბოლომდე სომხების უფლებები შეზღუდული იქნება – წარმომადგენლობით ორგანოში შეზღუდული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი. 2015 წლის ბოლოს ევრაზიის ეკონომიკური კომისიის წევრების უფლებამოსილების ვადა ამოიწურება და სათათბირო ორგანოში სომხეთის წარმომადგენლებიც შევლენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...