სომხეთ-საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

სომხეთ-საქართველოს საზღვართან 4.1 (ML) მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა,-ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 05:28 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 16 კმ_ში იყო.

ჯერჯერობით, დაშავებულებისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ ბმული.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად