სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა განახლდა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე 16 ივლისს განახლდა სროლა წინა დღით ხანმოკლე დეესკალაციის შემდეგ. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ ფრონტის ხაზის პოზიციებზე სა სოფლებზე თავდასხმაში.

სომხეთის არმიის თანახმად, მათ ჩაშალეს აზერბაიჯანული მხარის რეიდი სასაზღვრო საგუშაგოზე ტავუშის რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ არეალში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, დავით თონოიანი ტელეფონით დაუკავშირდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ზავის სამეთვალყურეო, ეუთოს მისიის ხელმძღვანელს, ანჯეი კასპრჟიკს და ინფორმაცია მიაწოდა უკანასკნელი ესკალაციის შესახებ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დაადანაშაულა სომხეთის ძალები, რომ თავს დაესხნენ ფრონტის პირა ძალებს და ცეცხლი დაუშინეს აზერბაიჯანის სოფლებს თოვუზის რაიონში.

სროლა განახლდა აზერბაიჯანსა და სომხეთის საზღვრისპირა არეალში ერთდღიანი შესვენების შემდეგ, რომელიც მოჰყვა სამდღიან შეტაკებებს, რასაც სულ მცირე 15 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად