სომხები რუსი წვევამდელის სომხეთში გასამრთლებას მოითხოვენ

გიუმრიში ათასობით ადამიანი რუსი წვევამდელის სომხეთში გასამართლებას მოითხოვს. ამ წუთებში გიუმრის ქუჩებში 300 ავტომანქანა გაბმული სიგნალებით რუსეთის საკონსულოსკენს მიემართება.

რუსული 102-ე სამხედრო ბაზის წვევამდელი ჯარისკაცი ვალერი პერმიაკოვი, რომელსაც ბრალად ექვსი ადამიანის მკვლელობა ედება, სომხურ მხარეს არ გადაეცემა – ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის კონსტიტუცია მისი მოქალაქეების სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას არ ითვალისწინებს, თუმცა რუსული მხარე პირობას დებს, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება. 

ჯარისკაცს, ქალაქ გიუმრიში ექვსი ადმიანის მკვლეობა ედება ბრალად, რომელთა შორის 2 წლის გოგონაცაა. დაღუპულების ცხედრები ორშაბათს მათ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. ისინი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატიდან დაცხრილეს. ოჯახის ერთ-ერთი წევრი, წლინახევრის ჩვილი კი მკერდში ცეცხსასროლი ჭრილობით საავამდყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია პერმიაკოვის სამხედრო ფეხსაცმლის ანაბეჭდი. 

რუსმა ჯარისკაცმა 102-ე სამხედრო ბაზა იარაღით და საბრძოლო მასალით ორშაბათ დილას დატოვა. პერმიაკოვი, სომხეთის პოლიციის მიერ ძებნის გამოცხადებიდან, მალევე სომხეთ-თურქეთის საზღვართან დააკავეს.

კომენტარები
იტვირთება...