სომალიში მომხდარ აფეთქებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი იუწყება.

აფეთქება მოხდა ვაბერის რაიონში. ასაფეთქებელი მოწყობილობა დამონტაჟებული იყო გზის მხარეს და აფეთქდა იმ მომენტში, როდესაც გვერდით ჯიპმა ჩაუარა. გარდაცვლილი და დაჭრილი მანქანაში იმყოფებოდნენ. მათი ვინაობა არ არის ცნობილი.

ამჟამინდელი ტერორისტული თავდასხმა თვეში მეოთხე იყო მოგადიშოს ცენტრში. წინა ტერაქტის უკან ისლამისტური დაჯგუფება ალ-შაბაბი იდგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად