სოლომონ პავლიაშვილი ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

ახალციხის აგრარულ ბაზარში არსებულ მდგომარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ.

ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა სავაჭრო ობიექტში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დადგენილი სტანდარტებისა და რეკომენდაციების მკაცრად დაცვის საკითხები დეტალურად განიხილეს. აღინიშნა, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, სავაჭრო პროცესის განახლებისთვის, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ეზო და ავტოსადგომი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად