სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინკაში 18 წლის მოზარდი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოჯნმრთელებულები არიან 18 წლის მოზარდი და 88 წლის ქალი.

„გვყავს ორი გამოჯანმრთელებული, აქედან ერთი 18 წლამდე მოზარდია, ხოლო მეორე 88 წლის ქალი. კლინიკაში ამჟამად ბოქსირებულ სექტორში 80 პაციენტია, აქედან დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობს 66. ახალი პაციენტი არ გვყავს. 10 პაციენტია მდგომარეობა საყურადღებოა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

შეგახსენებთ: საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად