სოხუმში მიმდინარე სახალხო შეკრებაზე ხაჯიმბას რეჟიმის გადადგომას მოითხოვენ (ვიდეო)

ამ წუთებში სოხუმის ცენტრში სახალხო შეკრება მიმდინარეობს, რომელიც რაულ ხაჯიმბას რეჟიმის გადადგომას მოითხოვს.

“მივმართავთ გულანთებულ მოქალაქეებს, შეუერთდით სახალხო შეკრებას! დავასრუოთ დამნაშავე ხელისუფლების ბანდიტიზმი!” – ნათქვამია სახალხო კრების მიმართვაში.

ოპოზიციამ საერთო სახალხო დაუმორჩილებლობა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით, ხვალ სოხუმის საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლების გაფიცვა იგეგმება. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ გადაიკეტება ხიდები და ტრასები.

სოხუმის ცენტრში ოპოზიციურად განწყობილი ძალის მხარდამჭერების შეკრება გრძელდება.

ივლისში თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. მთავარი კონკურენტი ოპოზიციიდან, ბჟანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო (ეჭვობენ, რომ მოწამლულია) გადაყვანილია მოსკოვში.
ოპოზიციამ მოითხოვა არჩევნების შემოდგომაზე გადატანა, რაზეც პარლამენტმა უარი განაცხადა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...