სოხუმში, კუპერების ვილაში დადგმული უძველესი ნაძვის ხე – კიდევ ერთი აღმოჩენა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში

ისტორიკოსი, პროფესორი და ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია სამუშაო მივლინებით იმყოფება ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში, სადაც საქართველოზე დაცულ უნიკალურ წიგნებსა და მასალებს სწავლობს.

საქართველოსთან დაკავშირებული უნიკალური მასალების შესწავლა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.აიპრესმა უკვე დაწერა რამდენიმე ასეთ უნიკალურ აღმოჩენაზე . კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მასალა, რასაც გიორგი კალანდია გვთავაზობს, უძველესი ნაძვის ხეა.
“ვიცი ეხლა ეს პოსტიც და ეს ფოტოც არაერთს მოუკლავს გულს და ცუდ ხასიათზე დააყენებს, მაგრამ უფრო მეტს გაახარებს, ამიტომაც გიზიარებთ. ეს გამოდის პირველი ნაძვის ხე საქართველოში (დოკუმენტირებული ყოველ შემთხვევაში), ან შეიძლება ითქვას პირველი ჩვენთვის ცნობილი. აქამდე ყველაზე ძველი ქართული ნაძვის ხის ფოტოდ ითვლებოდა 1913 წელს თბილისში გადაღებული და ეროვნულ არქივში დაცული, თუმცა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა უფრო ძველი, კერძოდ კი ეს ფოტო 1900 წლისაა, გადაღებულია სოხუმში, კუპერების ვილაში.
ასე რომ შესაძლოა ჩვენში ნაძვის ხე სწორედ ინგლისელებმა შემოიტანეს!? ეხლა მავანი დაიბოღმება, ეგრე არ არისო, ჩემს ეზოში იდგა გაცილებით ადრეო. არა ბატონო არ მაქვს პრეტენზია რომ აღმოვაჩინე, უბრალოდ საინტერესო და ლამაზი ისტორიაა და ამიტომ გაგიზიარეთ, მით უფრო როცა მითხრეს რომ აღნიშნული ფოტო ალბომი ქართველებს არ შეუსწავლიათ და არც მისი ფოტო ასლები გაუკეთებიათ” – წერს გიორგი კალანდია.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...