სოხუმის დაცემიდან 26 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.

სოხუმის დაცემა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მარცხია.

ამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა…

1993 წლის 26 სექტემბერს, გვიან ღამით, სახელმწიფო მეთაური ედუარდ შევარდნაძე აგუძერაში ქართული შენაერთების დროებით შტაბში გადაიყვანეს (28 სექტემბერს, გამთენიისას, ის ბაბუშერიდან ბათუმში გადააფრინეს და იქიდან თბილისში დაბრუნდა), გია ყარყარაშვილმა კოდორის ხიდზე გადმოსვლა მოახერხა, თან რამდენიმე ათეული ჯარისკაცი და ორიოდე სამხედრო ტექნიკაც გადმოიყვანა, თუმცა თითქმის აღებული სოხუმისთვის ეს დახმარება იმდენად მცირე იყო, რომ ქალაქში მდგომარეობა არ შეცვლილა. 27 სექტემბერს, გამთენიისას, ქართული ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა ოჩამჩირეს უბრძოლველად ტოვებდა…

27 სექტემბერს, დილით, სოხუმში დარჩენილმა მოსახლეობამ სანატორიუმში დატრიალებული სისხლიანი ბაკქანალიის ამბავი შეიტყო.
როდესაც ბაგრამიანის სომხურმა ბატალიონმა სანატორიუმი და ახლომახლო ტერიტორია დაიკავა, ქართველი მოსახლეობის ჟლეტა დაიწყო. მათ ფანჯრებიდან ყრიდნენ, დაჭრილებს პირში მიწას ტენიდნენ – ხომ გინდოდათ აფხაზეთის მიწა, ჰოდა, ჭამეთო…
მერე ჭებში უძახებდნენ. ერთი მხცოვანი მასწავლებელი მხოლოდ იმიტომ მოკლეს, რომ სკოლაში თავის დროზე მათ ქართულს ასწავლიდა. ქალაქში უკვე ყოველი მხრიდან შემოდიოდნენ აფხაზური დაჯგუფებები, მინისტრთAა საბჭოს თავზე ჯერ კიდევ ფრიალებდა საქართველოს დროშა, დილის 9 საათზე მინისტრთა საბჭოში აპარატის თანამშრომლებს ჟიული შარტავამ ტრადიციული დილის თათბირი ჩაუტარა, დავალებები მისცა, მერე მუშაობას შეუდგა…

12 საათზე მოწინააღმდეგემ მთავრობის სახლის იერიში დაიწყო…მინისტრთა საბჭოს აღების შემდეგ სოხუმი დაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად