“სოკარი”: კომერციული სექტორის არცერთი მომხმარებლისთვის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება

კომპანია SOCAR Georgia Gas-ი დღეს უკვე მეორე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად ავრცელებს.

"კომპანია SOCAR Georgia Gas-ი აზუსტებს მედიით დღეს გავრცელებულ განცხადებას კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებების შესახებ და აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კომერციული სექტორის არცერთი კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება".

ცნობისთვის,  სოკარის მიერ გავრცელებულ პირველ განცხადებაში ნათქვამია: "მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან SOCAR Georgia Gas-ის ყველა კატეგორიის კომერციულ მომხმარებლებზე, მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასი 1 კუბ.მეტრზე განისაზღვრება 84 თეთრის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. ახალი სატარიფო პოლიტიკით, ცვლილება შეეხებათ მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებსაც არსებული ხელშეკრულებებით ტარიფი 84 თეთრზე ნაკლები ჰქონდათ.

კომპანიის გადაწყვეტილებით, პურის ქარხნებისთვის, ასევე საბიუჯეტო და საეკლესიო ორგანიზაციებისთვის ტარიფი უცვლელი დარჩება".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად