SOCAR–ი საქართველოში გაზის ტერმინალის მშენებლობის საჭიროებას ვერ ხედავს

SOCAR–ი უახლოეს პერსპექტივაში საქართველოს შავიზღვისპირეთში გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტერმინალის მშენებლობის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ ტენეარხ ANS–სთვის მიცემულ ინტერვიუში SOCAR–ის ინვესტიციების სამმართველოს ხელმძღვანელმა ვაგიფ ალიევმა განაცხადა.

მისი თქმით, გაზის მომხმარებელი ქვეყნები ექსპორტიორების სიახლოვეს მდებარეობენ.

„ამასთან, რეგიონში არ არის გათხევადებული ბუნებრივი გაზის მსხვილი მომხმარებელი, ტერმინალი კი იმისთვისაა საჭირო, რომ დიდი მოცულობები შეინახოს. ამ მიზეზით ახლა ინვესტიციების ტერმინალში ჩადება არაპრაქტიკული იქნებოდა. SOCAR–ს აქვს დიდი ნავთობტერმინალი ყულევში და თუ მომავალში შესაბამისი პირობები შეიქმნება, ჩვენ განვიხილავთ გათხევადებული გაზის ტერმინალის მშენებლობის შესაძლებლობას,“ – განაცხადა ალიევმა.

SOCAR–ის ყულევის ტერმინალი 2008 წელს ამოქმედდა.

წყარო: კომერსანტი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად