SOCAR–ი „აზერენერჯის“ „გაზპრომისგან“ გაზის შეძენაში დაეხმარება

SOCAR–ი მზადაა, დაეხმაროს აზერენერჯის (აზერბაიჯანში ელექტროენერგიის ერთადერთი მწარმოებელი კომპანია) რუსული გაზის შეძენაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს SOCAR–ში განუცხადეს.

მათი თქმით, „აზერენერჯის“ ესაჭიროება გაზის დამატებითი მოცულობები და SOCAR–ი მზადაა მას დაეხმაროს აირის „გაზპრომისგან“ შეძენაში, ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაში.

„ჯერჯერობით შეთანხმება არ არსებობს, თუმცა თუ ხელისუფლება გაზის შეძენის მითითებას გასცემს და რომელიმე მომწოდებელთან შეთანხმება იქნება მიღწეული, იმპორტი უკვე წელს გახდება შესაძლებელი,“– განაცხადა „სოკარის“ წარმომადგენელმა.

აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკული სისტემის გენერაციის სიმძლავრე ბოლო 5 წლის განმავლობაში 30%–ით გაიზარდა, რაც ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ყოველწლიურად 2,1 მილიარდი კილოვატ საათის ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად