სლოვენიაში, სახელმწიფო დაწესებულებებში მხოლოდ ვაქცინირებულები შეძლებენ მუშაობას

სლოვენია არაინფიცირებულ პირებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს

სლოვენიაში, ოთხშაბათიდან ძალაშია დადგენილება, რომლიც ძალითაც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საწარმოებში მომუშავე პირები ვალდებულნი არიან ვაქცინირებულები იყვნენ. არავაქცინირებულები კი სამსახურში მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვებიან, თუ მათ გადატანილი აქვთ კოვიდინფექცია ან სამსახურში კოვიდუარყოფით ტესტს წარადგენენ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელშიც ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი იანეზ პოკლუკარი, სახელმწიფო მმართველობის მინისტრი ბოშტიან კორიტნიკი და საზოგადოებივი ჯანმრთელობის დაცვის ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორი მილან კრეკი მონაწილეობდნენ, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავეთათვის მოთხოვნები კიდევ უფრო გამკაცრდება.

ახალი რეგულაციებით სახელმწიფო დაწესებულების მუშაკებისთვის უარყოფითი კოვიდტესტის წარდგენა საკმარისი აღარ იქნება და ის პირები, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ, სამსახურიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში არ იქნებიან დათხოვნილნი, თუ მათი აცრა ან სამედიცინო ჩვენების გამო არ შეიძლება, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

ბუშტიან კორიტნიკის თქმით,სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები ვალდებულნი არიან პირველი აცრა 1 ოქტომბრამდე ჩაიტარონ, სრული ვაქცინირება კი 1 ნოემბრამდე.

ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა იანეზ პოკლუკარმა მოუწოდა ახალგაზრდა ქალებს აცრისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ფერტილობაზე არ მოქმედებს.

სლოვენიაში 2 მილიონზე ოდნავ მეტი მოსახლეა. სრულად ვაქცინირებულთა რაოდენობა არის 958 803

კომენტარები
იტვირთება...