სლოვაკეთში 2 კვირით „ლოქდაუნი“ ამოქმედდა

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის გამო, სლოვაკეთის მთავრობამ 2 კვირით “ლოქდაუნი” დააწესა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გარდა ამისა, ქვეყანაში 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა რესტორნები. ღიაა მხოლოდ პირველადი საჭიროების პროდუქცია იყიდება, მოქალაქეებს გადაადგილების უფლება მხოლოდ საყიდლებზე, სამსახურში, სკოლაში, სამედიცინო დაწესებულებაში ან ბუნებაში სასეირნოდ წასვლის მიზნით ექნებათ.

სლოვაკეთში სამშაბათს COVID-19-ის 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობამ კი 3 200-ს მიაღწია. ქვეყნის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებზე მოდის.

სლოვაკეთში, სადაც დაახლოებით 5.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 50%.

კომენტარები
იტვირთება...