სლოვაკეთის პრემიერმინისტრი 200 ევროთი დააჯარიმეს

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო სასამართლო მოსმენაზე არგამოცხადების გამო 200 ევროთი დააჯარიმეს,-ინფორმაციას HN Online ავრცელებს.

პრემიერინისტრი სასამართლოში აქტივისტ მარტინ დანოს საქმეზე, რომელიც ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის იანა პოჩატკას ცილისწამებაშია ბრალდებული, მოწმის სახით გამოიძახეს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოწმე რობერტ ფიცომ უწყება მიიღო, მაგრამ სასამართლოში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

მთავრობის ხელმძღვანელმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სასამართლოში არმისვლის მიზეზებს განმარტავს: „გადაუდებელი სამსახურეობრივი მოვალეობის გამო ბრატისლავაში ვიმყოფებოდი.

პროტოკოლის სამსახურმა სასამართლოს ჩემი არყოფნის მიზეზი ტელეფონით სამწუხაროდ, ძალიან გვიან აცნობა. ბოდიშს ვიხდი, პატივს ვცემ სასამართლოს გადაწყვეტილებას, და, რა თქმა უნდა, ჯარიმას გადავიხდი ", – წერს სლოვაკეთის პრემიერმინისტრი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად