სლოვაკეთის პარლამენტმა ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

სლოვაკეთის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას ედუარდ ჰეგერის ხელმძღვანელობით. ორდღიანი განხილვის შემდეგ მინისტრთა ახალ კაბინეტს უმრავლესობამ, დამსწრე 144 დეპუტატიდან 89-მ დაუჭირა მხარი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია “ჩვეულებრივი ადამიანების” ლიდერის, იგორ მატოვიჩის მთავრობა მარტის ბოლოს გადადგა. ამის მიზეზი გახდა მატოვიჩის გადაწყვეტილება კორონავირუსის რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის შესყიდვის თაობაზე. შესყიდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ პარტიის პარტნიორები კოალიციაში, რომლებიც აღნიშნავენ, რომ რუსულ ვაქცინას არ აქვს ევროპული რეგისტრაცია.

1 მარტს ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთში ჩაიტანეს Sputnik V-ის 200 ათასი დოზა. Sputnik V ჯერჯერობით ევროკავშირში გამოსაყენებლად არ დაუმტკიცებია ევროპის წამლის სააგენტოს.

აპრილის დამდეგს სლოვაკეთის მარეგულირებელმა განაცხადა, რომ სლოვაკეთისთვის მიწოდებული Sputnik V-ის პარტია არ არის იმ პრეპარატის იდენტური, რომელიც რუსეთში კლინიკური გამოცდისთვის გამოიყენებოდა და გამოსაცდელად მიეწოდა ევროკავშირს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...