Sky News: ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგობის შესაჩერებლად კიბერარმიას ქმნის

ბრიტანეთი კიბერსაფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ ერთეულს შექმნის, რომლის თანახმადაც ამ სფეროში 2 000-მდე სპეციალისტი ეყოლება. ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი "Sky News"-ი იუწყება.

მედიის თანახმად, ახალი კიბერარმია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსა და მთავრობის კომუნიკაციების შტაბ-ბინის (GCHQ) ინიციატივით შეიქმნა, რომელიც პასუხისმგებელია ელექტრონულ დაზვერვაზე, ასევე მთავრობისა და ჯარისთვის ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფაზე. სად განთავსდება ახალი ობიექტი, უახლოეს მომავალში გაირკვევა.
ახალი კიბერარმია რუსეთის მხრიდან მომდინარე მზარდი საფრთხის ფონზე შეიქმნა. როგორც ტელერხი იუწყება, ის კიბერთავდასხმების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
განყოფილება მოიცავს GCHQ ექსპერტებს, სამხედრო პერსონალსა და საკონტრაქტო სამსახურს. ერთ-ერთ წყაროს ცნობით, ახალი ჯარების შექმნა 250 მილიონი დოლარი ეღირება. თუმცა, მეორე წყარო მიიჩნევს, რომ თანხა უფრო მაღალი იქნება.
დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა გენერალმა რიჩარდ ბერონსმა ტელეარხთან საუბრისას განაცხადა, რომ კიბერარმია დიდი ბრიტანეთისთვის მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც სხვა ქვეყნები (ისევე, როგორც რუსეთი) უკვე წინ მიიწევენ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად