სკოლებში შესაძლოა “დედა ენა” დაბრუნდეს

სკოლებში შესაძლოა იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” დაბრუნდეს. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გენადი მარგველაშვილმა “აიპრესს” დაუდასტურა.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გენადი მარგველაშვილმა “აიპრესს” დაუდასტურა ინფორმაცია,იმის შესახებ რომ მომავალი წლიდან შესაძლოა,სკოლებში სასკოლო სახელმძღვანელოებს შორის იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელო “დედა ენა” დაბრუნდეს.გენადი მარგველაშვილის თქმით,კანონპროექტი  პარლამენტში შეტანილია.

“გიდასტურებთ.რომ შესაძლოა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენა” დაბრუნდეს.კანონპროექტი არის შემოტანილი,რომელსაც ვეთანხმები.დააბრუნდეს რას ნიშნავს? “დედაენა” არც ამოღებულა უბრალოდ იყო ვარიაციები.ჩვენ “დედა ენას” ამ შემთხვევაში,როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი,როგორ აუცილებელი პირობა,ვეთანხმებით რომ იყოს სკოლებში დაბრუნდეს. მე ,რა თქმა უნდა, “დედაენის”დაბრუნებას სკოლებში ვეთანხმები.

ამ საკითხს საკომიტეტო მოსმენებზე გავივლით.შესაბამისად რამდენადაც სწრაფად მოხდება პარლამენტში დარეგისტრირება და კანონპროექტად გამოსვლა,იმდენად სწრაფად მოხდება სკოლებში “დედა ენის” დაბრუნება .გარკვეული პროცედურებია შესასრულებელი,პირველრიგში ამ ყველაფერს პარლამენტმა უნდა დაუჭროს მხარი”,-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა “იპრესსთან”.

 

 

მასალა მოამზადა თეონა ციხიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად