სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ორწლიანი პროგრამის ფარგლებში, რამდენიმე რეგიონში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი გამოცხადდა 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე ფოთში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სუფსასა და ხაჯალიაში. ასევე, ტენდერია გამოცხადებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძველ ანაგასა და ქვემო ბოდბეში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობაზე. ტენდერებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3929

http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3927

სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება. საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები და საპირფარეშოები. გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოებიც. ყველა შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 56 საბავშვო ბაღის პროექტირება – მშენებლობა დაიწყო. ფონდი ბაღების მშენებლობას საქართველოს მთავრობის და დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად