სხვა არასამთავრობოების მსგავსად, “ყალბი პირადობების” წყაროს არც გიორგი ონიანი დაასახელებს

“საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად პროკურატურაში არ ასახელებს წყაროს, საიდანაც მიიღეს ინფორმაციას პირადობის მოწმობის შესაძლო ბეჭდვასთან დაკავშირებით.

“რა ინფორმაციაც გვაქვს, იმას ვამბობთ სრულად. ერთადერთი რასაც არ ვეუბნებით ეს არის ინფორმაცია წყაროს შესახებ და ამის არ თქმის უფლება გვაქვს საქართველოს კონსტიტუციით.

ხვალ რომ რაღაც ასეთი ინფორმაცია იყოს, სადაც ვინმე მაღალი თანამდებობის პირი სავარაუდოდ იყოს ჩარეული, ჩვენ უნდა გვენდობოდეს, რომ ჩვენ არ დავასახელებთ მას.

ბუნებრივია არის საკმარისი ინფორმაცია, რომ გამოძიება სრულიად თავიდან ბოლომდე ჩატარებული იქნას. ეს ინფორმაცია არის ადამიანების შესახებ ვინც სავარაუდოდ ჩარეულები არიან იმ უწყებების, ტერიტორიული ერთეულების შესახებ და ასე შემდეგ.

წულუკიანი ნებისმიერ საბაბზე იწყებს ხოლმე შეტევის განხორციელებას ჩვენზე, მათ სორის საქართველოში და საქართველოს გარეთ”, – განაცხადა ონიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად