სკანდალური ცნობა ტოკიოდან – ქართველ ოლიმპიელთა გუნდის წევრს დოპინგი აღმოაჩნდა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ასპარეზობაში სამი ქართველი მძლეოსანი უნდა ჩაბმულიყო.

ქართველ მძლეოსანთაგან პირველი საასპარეზოდ სამმაგმხტომელი ლაშა ღულელაური გავიდა, მაგრამ მან სამწუხაროდ სამივე ცდა გააცუდდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიზემ ეს-ესაა დააასრულა ასპარეზობა. მისი საუკეთესი შედეგი 19,76 მ მხოლოდ მე-15 ადგილის დაკავებისთვის აღმოჩნდა საკმარისი და გიორგი ფინალში ვერ გავიდა

დღეს სტარტზე უნდა გასულიყო აგრეთვე ბირთვის მკვრელი ბენიკ აბრამიანი, მაგრამ საკვალიფიკაციო შეჯიბრების დაწყების წინ ჩატარებულმა დოპინგ-კონტროლმა მას აკრძალული პრეპარატის გამოყენება  დაუფიქსირა და მძლეოსნობის საერთასორისო ფედერაციის წესების თანახმად, მას წინასწარი დისკვალიფიკაცია მიეცა და შეჯიბრებიდან  მოიხსნა.

ბენიკ აბრამიანს გასაჩივრების უფლება აქვს, მაგრამ ამ დრომდე უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იგი.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური  კომიტეტის ცნობით, ბენიკ აბრამიანმა ტოკიოში გამგზავრების წინ გაიარა დოპინგ კონტროლი და ყველაფერი რიგზე იყო. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ან აქ, ან იაპონიაში ჩატარებული ტესტის შედეგი იყო მცდარი. რჩება ვარიანტი, რომ 36 წლის ბენიკ აბრამიანმა აკრძალული პრეპარატი იაპონიაში მიიღო, თუმცა ამ დრომდე რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები
იტვირთება...