სიტი ჰიკმავატი: “აუზში კაცებთან ერთად ცურვა სარისკოა, შეიძლება დაფეხმძიმდეთ” (ვიდეო)”

ინდონეზიის ბავშვთა დაცვის კომისიის წევრის აზრით, ზოგიერთი მამაკაცის სპერმა იმდენად ძლიერია, რომ ინარჩუნებს წყალში აქტიურობის და არსებობს განაყოფიერების რისკი

ჩინოვნიკის თქმით, არავინ არ იცის, რა რეაქცია ექნებათ კაცებს აუზში ქალებთან ერთად ცურვის დროს. “მამაკაცები შეიძლება აღეგზნონ წყალში. შედეგად მოხდება ეაკულაცია, რაც გამოიწვევს ფეხმძიმობას”, – აცხადებს ქალბატონი სიტი ჰიკმავატი.

ჩინოვნიკის სიტყვებმა ინდონეზიის სამედიცინო წრეებში აღშფოთება გამოიწვია. ინდონეზიის ექიმთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხდა, რომ აუზში კაცებთან ერთად ცურვის დროს, ქალის ასეთი გზით განაყოფიერება “შეუძლებელია”.

ინდონეზიაში მეტად პოპულარულმა ექიმმა უვიცობაში დაადანაშაულა სიტი ჰიკმავატი. რაშიც ვერ ერკვევით, იმ საკითხებს სჯობს არ შეეხოთ, რადგან თქვენი კომენტარები ხალში შეშფოთებას იწვევს. “საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ერთად აუზში არ გამოიწვევს დაფეხმძიმებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამაკაცი აღეგზნება და ეაკულაცია მოხდება. არაფერი რომ არ ვთქვათ იმის შესახებ, რომ სპერმამ ცურვა არ იცის, ის ქლორიან წყალში ვერ ცოცხლობს”, – მიმართა ექიმმა ჩინოვნიკს.

“მე ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე არასწორი მტკიცების გამო. ეს ჩემი პირადი განცხადება იყო და არა KPAI-ის (KPAI, Komisi Perlindungan Anak Indonesia ანუ ინდონეზიის ბავშვთა დაცვის კომისია – “აიპრესი”). ამ განცხადებით მე უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები. მე ვემუდარები ყველა მხარეს, არ მოახდინოს ჩემი განცხადების შემდგომი გავრცელება”, – განაცხადა ჩინოვნიკმა საზოგადოების მხრიდან მკვეთრად ნეგატიური რეაქციის გამოხატვის შემდეგ.

სიტი ჰაკმავატის მიერ ბოდიშის მოხდის მიუხედავად,  ინდონეზიელები მიიჩნევენ, რომ “ახლა, როდესაც ეს ისტორია ვირუსული გახდა მთელ მსოფლიოში, სიტი ნამდვილად უნდა გადადგეს” თუ თქვენ არ გადადგებით, მთელი მსოფლიო ჩათვლის, რომ KPAI-ის ყველა წევრი უგუნურია”, – წერენ ინდონეზიელები სოციალურ ქსელებში.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად