სიჭინავა: ზუგდიდის სტადიონის მოედნის საფართან ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ზუგდიდის სტადიონის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს პასუხობს.

დომენტი სიჭინავას განცხადებით, მან 2015 წლის პირველ ივლისს მან უპასუხა „თბილპროექტმშენის“ წერილს და რეკომენდაციები მისცა ზუგდიდში ახალი სტადიონის პროექტთან დაკავშირებით. სფფ-ს ყოფილი პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ გააჩნია უფლებამოსილება დაამტკიცოს სახელმწიფო პროექტები ან არ დაამტკიცოს.

„არაერთხელ იყო წარმოდგენილი პროექტი, ჩვენ მივეცით მათ შენიშვნები და არ ვიცით, რომელი შენიშვნა გაითვალისწინა და რომელი არა საპროექტო კომპანიამ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არ გააჩნია უფლებამოსილება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტი დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს.

ფეხბურთის ფედერაციას შეუძლია მხოლოდ გასცეს რეკომენდაციები, იმ შემთხვევაში, თუ მას ამისთვის მიმართავენ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ზვიად სიჭინავამ ხელი მოაწერა პროექტს, რომლის განსახორციელებლად სახელმწიფო 20 მილიონს დახარჯავდა და ამისი უფლებამოსილება ჰქონდა, მაშინ მე გეუბნებით, რომ მოედნის საფართან ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია.

მშენებელი გაითვალისწინებს თუ არ გაითვალისწინებს ფედერაციის რეკომენდაციებს, ეს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაში არ შედის. საბოლოოდ, ფედერაციის შესაბამისი სამსახური ახდენს სტადიონის ინსპექტირებას და მას მიანიჭებს ლიცენციას, ან არ მიანიჭებს“, – განაცხადა სიჭინავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად