სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო.

  • აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 11 იანვრის `ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, სისხლის სამართლის ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო;

 

  • ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე საქმეს, სადაც აღსასრულებელი მოთხოვნის ჯამური ოდენობა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს;

 

  • ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი, სადაც სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის ოქტომბრამდე და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის.

 

  • თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე.

 

  • სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირების მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის პროცესი 25 იანვარს დასრულდება.

 

  • გაიგე მეტი: 2 749 649
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად