სისხლიანი დანა და თავმოკვეთილი თავისუფლების ქანდაკება – Der Spiegel-ის პროტესტი ტრამპს

გერმანულმა ჟურნალმა Der Spiegel-მა შაბათს, 4 თებერვალს, გამოცემის გარეკანზე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსახულება გამოაქვეყნა, რომელსაც ერთ ხელში სისხლიანი დანა უჭირავს, ხოლო მეორე ხელში, თავმოკვეთილი თავისუფლების ქანდაკება. სურათს შემდეგი სახელწოდება აქვს: „ამერიკა პირველია“.

როგორც Washington Post აღნიშნავს, გამოსახულების ავტორი ედელ როდრიგესია. გამოცემის თანახმად, იგი აშშ-ში კუბადან 1980 წელს პოლიტიკური ლტოლვილის სტატუსით ჩავიდა. ამჯერად კი, როგორც როგორც სხვა ლტოლვილები და ემიგრანტები ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გაკაცრების თაობაზე, ახალმა დადგენილებამ აღაშფოთა.

"ეს დემოკრატიისა და წმინდა სიმბოლოებისთვის თავის მოკვეთაა", – განაცხადა როდრიგესმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამკაცრებს საემიგრაციო პოლიტიკას. კერძოდ, დოკუმენტის მიხედვით, 120 დღის განმავლობაში აშშ-ში იკრძალება დევნილების მიღება. გარდა ამისა, 90 დღის განმავლობაში აშშ-ში აიკრძალა შვიდი ქვეყნის მოქალაქეების შეშვება, ქვეყნების, რომელთა მოსახლეობის უმეტესობა მუსულმანები არიან. საუბარია ირანის, ერაყის, ლიბიის, სირიის, სომალის, სუდანისა და იემენის მოქალაქეებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...