“სირცხვილიას” საპროტესტო აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას დაწინაურებას აპროტესტებენ(ფოტორეპორტაჟი)

“სირცვილია”-პარლამენტის შენობის წინ აქცია განახლდა 76 დღეა რაც საქართველოს პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. “სირცხვილიას”-აქციის მონაწილეების განცხადებით, დღეს მათი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ პრემიერის პოსტზე ინიშნება გიორგი გახარია, რომლის შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას 2 თვეზე მეტია ითხოვენ.

ამასთანავე, აქცია „სირცხვილიას” მონაწილეებმა მმართველი გუნდის დეპუტატები დღეს პარლამენტთან მოწყობილი „სირცხვილის კორიდორისა” და შეძახილების: „მონებო” და „სირცხვილიას” ფონზე შეაცილეს შენობაში.

„კონკრეტული მოთხოვნა არის, არ დაამტკიცონ გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტზე. წარადგინონ სხვა კანდიდატი – ნებისმიერი. ჩვენი მოთხოვნაა გიორგი გახარია არ დააწინაურონ და მიიყვანონ ეს ქვეყანა ნორმალურად პროპორციული არჩვენებამდე და არა ვადამდელ არჩევნებამდე, რათა ქართულმა საზოგადოებამ გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს პარტი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა

შს მინისტრმა  “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტში მცირედი საკადრო ცვლილებები იქნება.

გახარიას მინისტრთა კაბინეში  შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი ლევან იზორია იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად