“სირცხვილია” – ენმ-ის და არასამთავრობოს ორი დამოუკიდებელი აქცია ბათუმში

ბათუმში შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ორი პარალელური აქცია გაიმართა.

ევროპის ოედანზე შეკრებილ არასაამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების საპროტესტო აქციას, ამჯერად ნაციონალური მოძრაობის წევრები გაემიჯნენ და მათ აქცია ბათუმის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართეს.

აღნიშნულის მიზეზი ორი დღის წინ ევროპის მოედანზე 20 მაისის პროცესების დასაგმობად გამართულ სოლიდარობის აქციაზე გამოფენილი ბანერი გახდა, რონელსაც “სიხლინი 9+7 წელი” ეწერა.

მერიასთან შეკრებილი ჯგუფი აცხადებს, რომ ორგანიზაცია “ალტერნატივის” წარმომადგენლები და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან. მათ აქცია ორი დღის წინ ევროპის მოედანზე ბანერზე წარმოდგენილი წარწერის პროტესტის გამო დატოვეს. ეცროპის მოედანზე შეკრებილების მოთხოვნა 11-ე დღესაც უცვლელია. შეკრებილები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ:

“ჩვენ ყოველ დღე გამოვდივართ ერთი და იგივე დროს ევროპის მოედანზე და თანავუგრძნობთ თბილისში მიმდინარე აქციის მონაწილეებს, ერთი მოთხოვნა დაგვრჩა, გადადგეს გახარია, სხვა მოთხოვნა არ გვაქვს”-განაცხადა აქციის მონაწილემ ირაკლი ბაკურიძემ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბათუმში ამ ფორმით პროტესტი გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად