“სირცხვილია” და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას მართავენ

“სირცხვილია” და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ აქციას მართავენ და შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პარლამენტში დაგეგმილ გამოსვლას აპროტესტებენ.

“მინისტრის საათის” ფორმატში დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ.

სახელმწიფო მინისტრი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საფრთხეებზე და ამ მხრივ შექმნილ ვითარებაზე ისაუბრებს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გია ვოლსკის განცხადებით, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დახურულ ფორმატში აჯობებს.

საპარლამენტო ოპოზიციას ქეთევან ციხელაშვილთან საოკუპაციო ზოლზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ექნება კითხვები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად