“სირცხვილია” – აქცია, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით აქცია, 94-ე დღეს კვლავ განახლდა.

აქციები რუსთაველის გამზირზე 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს, „სირცხვილიას“ აქციების საორგანიზაციო ჯგუფი საქართველოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული და კონსოლიდირებული მოქმედების შესაძლებლობებს მოიცავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად