“სირცხვილი არის ეს ნულები!” – ზალკალიანმა “ნაცმოძრაობას” 2008-2012 წლების სტატისტიკა შეახსენა

“სირცხვილი არის ის ნულები, რაც მათი საქმიანობის პერიოდს ასახავს” – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკაზე

“ მე ხელთ მაქვს შედეგები და სტატისტიკა, თუ რა იყო 2008 წლიდან 2012 წლამდე და ასევე ჩვენი საქმიანობის შედეგები საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში საქართველოს აქტუალიზაციის კუთხით, მათ შორის, მიღებული რეზოლუციების რაოდენობის თვალსაზრისით. აქ დღეს გამოდიოდა ჩვენი ერთი ოპონენტი და იმასაც ცრუობდა და საზოგადოება შეყავდა შეცდომაში, რომ თითქოს ნული არის საერთაშორისო მხარდაჭერა და უმაღლეს დონეზე საქართველო განხილვის თემა არ არის. დღეს ვისაუბრე ამ თემაზე და ისინი არც მისმენდნენ. საზოგადოებას ვესაუბრები და მინდა მათ გაიგონ და შედეგით იმსჯელონ და არა იმ რიტორიკით და უმსგავსო გამონათქვამებით, რასაც ოპოზოზიცია დღეს კადრულობდა”- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას ოპონეტნტების კრიტიკის უპასუხა და კონკრეტული სტატისტიკა მოიყვანა იმ საერთაშორისო მხარდაჭერის, რაც საქართველოს აქვს საერთაშორისო ასპარეზზე.

“აი სირცხვილი რა არის – 2012 წლამდე გაეროს გენერალური ასამბლეის გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ მიღებულ იქნა ერთხელ, 2012 წლის შემდეგ- 6 ჯერ, გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭოს რეზოლუცია 2012 წლამდე – 0, 2012 წლის შემდეგ – 3 რეზოლუცია; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უმაღლესი კომისრის ანგარიში 2012 წლამდე – 0, 2012 წლის შემდეგ- 3; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოადგილის გადაწყვეტილებები საკითხზე „ევროპის საბჭო – კონფლიქტები საქართველოში“ 2012 წლამდე – 0, 2012 წლის შემდეგ- 5; ევროპის საბჭოს გენ. მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში- „კონფლიქტი საქართველოში“ 2012 წლამდე – 6 განხილვა, 2012 წლის შემდეგ- 11 განხილვა. ეს არის ის კონკრეტული შედეგები, რა შედეგებიც ჩვენ გვაქვს”-განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა ოპონენეტებს მიმართა შეკითხვით, თუ რატომ არ გამოიყენეს 2008 წლის შემდგომ მყისიერი შესაძლებლობა სანქციების დაწესების თვალსაზრისით

“მე ვეკითხები მათ, მაშინ, როდესაც კონფლიქტი ახალი დამთავრებული იყო 2008 წლის შემდეგ, ყველამ კარგად იცის, რომ გაცილებით მარტივია, როდესაც საკითხი არის ცხელი, როდესაც მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, თუნდაც ის ახალი დასრულებული იყოს, რომ მიაღწიოს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მკაცრ ზემოქმედებას ოკუპანტ ძალაზე და იმაზე, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რატომ ვერ მიაღწიეს მათ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ? აი, ეს არის სირცხვილი”- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად