სირიის მოვლენების შემდეგ, თურქეთმა ქვეყანაში ზოგიერთ სოციალურ ქსელზე წვდომა შეზღუდა

თურქეთის ხელისუფლებამ, სირიის პროვინცია იდლიბში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობას YouTube და ზოგიერთ სოციალურ ქსელზე წვდომა შეუზღუდა. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

როგორც Haberturk წერს, პროვაიდერმა Turk Telekom და აგრეთვე სხვა პროვადერებმაც, მომხმარებლებს შეუზღუდეს წვდომა სოციალურ ქსელებზე Twitter, Instagram, Facebook და აგრეთვე მესენჯერ WhatsApp-ზე. გამოცემა Dirilis Postasi კი იუწყება, რომ მოსახლეობას აგრეთვე შეეზღუდა YouTube-ზე ვწდომაც.

საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია NetBlocks კი იუწყება, რომ კავშირგაბმულობის თურქული ოპერატორები, სირიის პროვინცია იდლიბში, თურქეთის სამხედროებზე მიტანილი იერიშის შემდეგ, სოციალურ ქსელებს ბლოკავენ.

როგორც ორგანიზაცია იუწყება, ბლოკირების ძირითადი მიზეზი, დაღუპული და დაჭრილი თურქი სამხედროების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა.

ინტერნეტ-რესურსების შეზღუდვასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება თურქეთის ხელისუფლებას არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ იდლიბში, თურქი სამხედროების კოლონაზე სირიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 33-ს მიაღწია, ხოლო დაშავებულია 35-ზე მეტი სამხედრო. თავდასხმა თურქულ კოლონაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარის საპასუხოდ კი, თურქეთის ძალებმა, სირიის სამთავრობო პოზიციებზე იერიშის მიტანა დაიწყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად