სირიის ავიაციამ იდლიბში თურქეთის სამხედრო კოლონა დაბომბა

სირიის საჰაერო ძალებმა პროვინცია იდლიბში თურქეთის სამხედრო კოლონა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო DHA ავრცელებს.

მედიის ცნობით, სირიის არმიამ კოლონაზე საჰაერო იერიში, 18 აგვისტოს დილით მიიტანა, როდესაც ის ქალაქ ხან შეიხუნში გადაადგილდებოდა.

ადრე, სირიის სააგენტო SANA სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქეთის ჯარი იდლიბის ტერიტორიაზე შევიდა.

”სირია მიიჩნევს, რომ თურქეთმა იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული სამხედრო კოლონა იდლიბის პროვინციაში გაგზავნა“, – ნათქვამია სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დამასკო ” თურქეთის ამ აშკარა ჩარევას მკაცრად გმობს” და ანკარას სირიის ”სუვერენიტეტის დაუფიქრებელ დარღვევაში ადანაშაულებს ”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...