სირიაში, თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად 8 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაიღუპა

სირიაში თურქეთის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა. დამკვირვებლების თქმით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Independent-ი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სირიის ობსერვატორიის დამკვირვებლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

”სირიაში ქურთული ძალების წინააღმდეგ თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაციის პირველი ტალღის შედეგად, რვა ადამიანი დაიღუპა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დამკვირვებლების თქმით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.

აღსანიშნავია, რომ ავიაიერიშების გამო, ათასობით ადამიანი საცხოვრებელ სახლს ტოვებს.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქურთული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ოპერაცია დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათი მიზანი სირიისა და თურქეთის საზღვართან ტერორისტების განადგურებაა. თურქეთის ჯარი უსაფრთხო ზონის შექმნას გეგმავს, სადაც სირიელი ლტოლვილები უნდა განთავსდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად