სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის გამო, 70 ათასმა ბავშვმა სახლი იძულებით დატოვა

თურქეთის მიერ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, რამდენიმე ასეული ათასი ბავშვი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ინფორმაციას ორგანიზაცია Save the Children ავრცელებს.

მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის თანახმად, თურქეთის მიერ დაწყებული ოპერაციის გამო, 70 ათასი ბავშვი დევნილი გახდა.

მათი ცნობით, ამ ბავშვების უმეტესობა სირიის ქალაქ ჰასკეში მდებარე სკოლებშია განთავსებული, რომელიც თურქეთის ოპერაციის ადგილას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

გარდა ამისა, ქალაქს წყალი არ მიეწოდება, რადგან საომარი მოქმედებების გამო, წყალმომარაგების სისტემები დაზიანდა.

В Save the Children-ი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, ბავშვებისთვის შესაბამისი პირობები უზრუნველყოს.

ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ ანკარამ და ვაშინგტონმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ჩრდილო – აღმოსავლეთ სირიაში საომარი მოქმედებების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს, ასევე სირიის სასაზღვრო რეგიონებში უსაფრთხოების ზონის შექმნას.

დღეს, საღამოს ქურთებმა შეთანხმების ნაწილი  უნდა დაასრულონ და თავიანთი ძალები მთელი რიგი ტერიტორიებიდან გაიყვანონ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად